''ბორჯღალოსნებმა'' ზაფხულის სერიები მოგებით დაასრულეს

16 ივლისი 2022, 19:55 1065 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის სერიებით მოგებით დაასრულა. ბორჯღალოსნებმა ზაფხულის ბოლო მესამე მატჩში ქუთაისში პორტუგალიის ნაკრები მიიღო და მეტოქე 23:14 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან თითო ლელო მოდებაძის და ნინიაშვილის ანგარიშზეა. 3 ჯარიმა და 2 გარდასახვა კი აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მანამდე ორი შეხვედრა გამართა. პირველ დაპირისპირებაში არგენტინა XV თან 24:30 დამარცხდა.

შემდეგ კი ისტორიაში პირველად ტიერ 1-ის წევრ იტალიას ბათუმში 28:19 მოუგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში