ტატო გრიგალაშვილმა ზაგრებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

16 ივლისი 2022, 21:08 1105 ნახვა

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა დღეს მესამე მედალი მოიპოვა. 81 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბრაზილიელი გილერმო შმიდტი დაამარცხა.

ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 3 მედალია და გუნდურ ჩათვლაში მე-8 ადგილზე იმყოფება. პირველ დღეს ვერცხლის მედალი -57 კგ.წონით ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ხოლო 60 კგ.ში ბრინჯაო გიორგი სარდალაშვილის ანგარიშზეა.

ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს ხვალ 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. +78 კგ.ში სოფიო სომხიშვილი,90 კგ.ში ბექა ღვინიაშვილი, 100 კგ.ში ილია სულამანიძე , +100 კგ.ში გელა ზაალიშვილი შეეცდებიან მედლების მოპოვებას.

ხორვატიაში 69 ქვეყნის 503 სპორტსმენი არის ჩასული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში