ძმები ბაზაძეები მსოფლიო ჩემპიონატზე მედლებისთვის იბრძოლებენ 

17 ივლისი 2022, 10:02 581 ნახვა

ქაიროში მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე რეიტინგით 16 რჩეული ხვალ 64 საუკეთესოში  მედლებისთვის იფარიკავებს. მათ შორის იქნება ევროპის მოქმედი ჩემპიონი სანდრო ბაზაძე, რომელიც კლსაიფიკაციით მსოფლიოში მესამეა.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ექვსიდან ექვსი გამარჯვებით 64 საუკეთესოში მოხვდა ბექა ბაზაძე. სანდრო ბაზაძე 23 წლის გერმანელს, რეიტინგით 35-ე ფრედერიკ კინდლერს შეხვდება, ბექა ბაზაძე კი 20 წლის ჩინელს, რეიტინგით139-ე ჩენპენ შენს დაუპირისპირდება.

სანდრო და ბექა ბაზაძეები საშეჯიბრო ბადის ერთ მხარეს არიან და წარმატების შემთხვევაში ერთმანეთს მერვედფინალში შეხვდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატის პაექრობებს სხვადასხვა ქვეყნის მსაჯებთან ერთად ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ქართველი არბიტრი ზაზა მჭედლიძეც ემსახურება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში