სოსო გოგაშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

17 ივლისი 2022, 12:13 714 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ყოფილ მაღალჩინოსანს ე.წ. მოდული შენობაში მისი უფლებადამცველები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შეხვდნენ.

ადვოკატების თქმით, სოსო გოგაშვილი სიმართლისთვის ბრძოლას აპირებს და ის დოკუმენტებს, რომლის გავრცელებასაც აპირებდა, უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ეს დოკუმენტები საზღვარგარეთ, "საიმედო ხელშია", რომელიც მისი განმარტებით, არჩევნების გაყალბებას ეხება.

მისივე ინფორმაციით, სოსო გოგაშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა. ამბობს, რომ ამ დროს, სავარაუდოდ, ანაბეჭდის აღების მიზნით, გაშლილ ხელებზე კონკრეტულ იარაღს უდებდნენ სამართალდამცველები.

სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში