კარატე: Open Batumi 

17 ივლისი 2022, 17:11 877 ნახვა

ბათუმში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი კარატეში „ოუფენ ბათუმი“, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში 300-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლები.

მოპოვებული მედლების რაოდენობით პირველ ადგილზე აჭარის ნაკრები გავიდა და საერთო გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვა.

ტურნირის დასკვნით დღეს, აჭარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯონიო ცივაძემ კარატეს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა სურმანიძე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საგანგებო საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში