გერმანიამ აზერბაიჯანელი ოპოზიციური აქტივისტები ქვეყანაში არ შეუშვა 

17 ივლისი 2022, 17:14 768 ნახვა

გერმანიამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აზერბაიჯანელ 6 ოპოზიციონერ აქტივისტს ქვეყანა დაატოვებინა, ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აქტივისტები ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ, თუმცა უარი უთხრეს.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით დეპორტაციის შემდეგ, აზერბაიჯანელ აქტივისტებს უთვალთვალებენ და აპატიმრებენ, რასაც ოპოზიციონერების ნათესავებიც ამტკიცებენ.

ბიბისის გამოძიების თანახმად, გასული წლის ივნისიდან ნოემბრამდე, გერმანიამ თავშესაფარზე უარი განუცხადა და ქვეყანა დაატოვებინა მუთალიმ ორუჯევს, მალიქ რზაევს, ჯაფარ მირზოევსა და პუნხან ქერიმლის, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

კიდევ ერთი აქტივისტი, ზია იბრაჰიმი აზერბაიჯანში ვალების გადაუხდელობის გამო დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, სამირ აშუროვი კი - ჩხუბის ბრალდებით. ყველანი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და ბრალი ნარკოტიკებით ვაჭრობაში ედებათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში