საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ზაგრებში 5 მედალი მოიპოვა

17 ივლისი 2022, 23:14 940 ნახვა

საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ზაგრების გრანპრის 5 მედლით და გუნდური მეოთხე ადგილით დაასრულა. ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედალი 90კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მასედო იპონით დაამარცხა.

100კგ.ში ილია სულამანიძე ფინალურ დაპირისპირებაში ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან დამატებით დროში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ტურნირზე 57კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი ასევე ვერცხლისმედალოსანი გახდა.

ბრინჯაოს მედლები კი გიორგი სარდალაშვილს (60კგ) და ტატო გრიგალაშვილს (81კგ) ერგოთ.

ხორვატიის დედაქალაქში 69 ქვეყნის 503 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. გუნდური პირველი ადგილი კი 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით ნიდერლანდების ნაკრებმა დაიკავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში