რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

18 ივლისი 2022, 10:38 1167 ნახვა

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, რუსულმა ძალებმა, სარაკეტო იერიშებისას, ოდესაში საცავი გაანადგურეს, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემული გემთსაწინააღმდეგო რაკეტები ინახებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით,   მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვის რეგიონის დაბომბვას. გავრცელებული ცნობით, სარაკეტო იერიში დასახლებული პუნქტის წინააღმდეგ განხორციელდა.

რუსეთის არმიის ნაწილებმა არტილერიით დაბომბეს სუმის ოლქის სამი დასახლებული პუნქტი. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბახმუტის რაიონზე მიიტანეს იერიში.

ჭურვების აფეთქების შედეგად, სამი არასრულწლოვანი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში