ტყე ევროპის ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში იწვის

18 ივლისი 2022, 11:32 826 ნახვა

საფრანგეთის 38 რეგიონში ძლიერი სიცხით გამოწვეული ხანძრების გამო საფრთხის მეორე, ე.წ. ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჟირონდის დეპარტამენტში, სადაც ხანძარს მოცული აქვს 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლთან ბრძოლას ძლიერი ქარი ართულებს.

ტყის ხანძრებია ესპანეთის რამდენიმე პროვინციაში, პორტუგალიის ჩრდილოეთში და  საბერძნეთის კუნძულ კრეტის ჩრდილოეთ სანაპიროზეც.  ევროპის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსს აჭარბებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მაღალი სიცხეების გამო გამოწვეული გართულებებისგან ესპანეთსა და პორტუგალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ  1000-ზე მეტი ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში