რუსეთის სამხედრო ძალის დანაკარგს ბრიტანელი ადმირალი აჯამებს

18 ივლისი 2022, 10:12 406 ნახვა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ადმირალ ტონი რადაკინის განცხადებით, რუსეთმა თავისი სახმელეთო საბრძოლო ეფექტურობის 30%-ზე მეტი დაკარგა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მატებს აბსოლუტურ თავდაჯერებულობას, რომ ისინი ამ ომში გაიმარჯვებენ.

„მათ აბსოლუტურად ცხადად ესმით, რომ გეგმავენ მთელი ტერიტორიის დაბრუნებას უკრაინის ფარგლებში და ხედავენ, რომ რუსეთს აქვს სირთულეები, რომელმაც, ჩვენი შეფასებით, დაკარგა სახმელეთო საბრძოლო შესაძლებლობების 30%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტში 50 ათასი რუსი სამხედრო ან დაიღუპა ან დაიჭრა, რუსეთის კუთვნილი თითქმის ათას 700 ტანკი და 4 ათასი ჯავშანტრანსპორტი განადგურდა“, - აღნიშნა რადაკინმა.

ადმირალმა აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო წესრიგისთვის არის გამოწვევა.„რუსეთმა ეს შეჭრა დაიწყო მთელი უკრაინის აღების ამბიციით, იმ მოლოდინით, რომ ქალაქებს პირველ 30 დღეში აიღებდა.

რუსეთს ჰქონდა მისწრაფებები  დაეთესა განხეთქილება და მოეხდინა ზეწოლა ნატოზე. რუსეთი წარმოადგენს გამოწვევას მსოფლიო წესრიგისთვის, რუსეთი მარცხდება ყველა ამ მისწრაფებაში, რუსეთი ნაკლებად ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე ეს იყო თებერვლის დასაწყისში“, - აღნიშნა ტონი რადაკინმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში