როდის დასრულდება უკრაინაში ომი? - ნატოს ყოფილი მაღალჩინოსანი

18 ივლისი 2022, 10:13 502 ნახვა

რუსეთის ომი  უკრაინაში  სავარაუდოდ, ოთხ-ექვს თვეში დასრულდება და იგი  ერთგვარ გაყინულ კონფლიქტში გადაიზრდება. ეს პროგნოზი ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ჯეიმს სტავრიდისმა გააკეთა.

"უკრაინელები ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ. პუტინის სამხედრო გეგმები არაეფექტური აღმოჩნდა. მან იმაზე ნაკლები ტერიტორია მიიღო, ვიდრე ჰქონდა ამ  კონფლიქტის დაწყებამდე", - აღნიშნავს  ნატოს ყოფილი მაღალჩინოსანი. იგი  კორეის ომის მსგავს დასასრულს უწინასწარმეტყველებს   უკრაინაში ომს, რაც დაზავებას,  ორ მხარეს შორის  მილიტარიზებული ზონის შექმნას, მტრობის გაგრძელებას,  ერთგვარ გაყინულ კონფლიქტს ნიშნავს.  ამას ოთხიდან ექვს თვემდე პერიოდში უნდა ველოდოთ.

ვერც ერთი მხარე ამაზე მეტხანს უკვე ვეღარ გაუძლებს - ამბობს სტავრიდისი. მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუსეთთან ომის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე ივარაუდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში