გოგაშვილის საქმე - სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

18 ივლისი 2022, 11:35 812 ნახვა

დაახლოებით ერთ საათში გავიგებთ  რა გადაწყვტეილებას მიიღებს სასამართლო და დატოვებს თუ არა მოსამართლე სოსო გოგაშვილს პატიმრობაში.  თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 13:00 საათზე  იმსჯელებს. პროკურატურა გოგაშვილის პატიმრობას ითხოვს. 

მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას ედეავებიან. სამი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. დაცვის მხარე სამივე მათგანს აბსურდად მიიჩნევს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს წარდგენას აპირებს.  

ამასთან პროკურატურის ინფორმაციით, იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული, გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში