20 ივლისს, 21:00 საათიდან 21 ივლისის 09:00 საათამდე, ქობულეთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

18 ივლისი 2022, 12:16 1826 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საჭიროა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა 2022 წლის 20 ივლისს 21:00 სთ-დან 21 ივლისის 09:00 სთ-მდე.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქ. ქობულეთის გავლით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში