რუსულმა ძალებმა ოდესა დაბობმეს, დაშავდა 6 ადამიანი - უკრაინული მედია

19 ივლისი 2022, 10:18 747 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქი კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია  სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით,  ერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 6 კი მშვიდობიან სოფელში ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.

არსებული ინფრომაციით,  დარტყმის შედეგად დაინგრა 3 კერძო სახლი და 2 ნაგებობა. დაზიანდა კიდევ რამდენიმე კერძო საკუთრება, ავტომობილი, სკოლა და კულტურის ცენტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში