კონფერენსლიგის მესამე ეტაპზე ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

19 ივლისი 2022, 10:58 882 ნახვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში კონფერენსლიგის 2022-23 წლების სეზონის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა ქართულმა კლუბებმა  „დინამო“ ბათუმმა და „საბურთალომაც“ შეიტყვეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ეტაპამდე მისასვლელად ქართველ ფეხბურთელებს ჯერ კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევა სჭირდებათ.

„დინამო“ ბათუმი აღნიშნულ ეტაპზე პოლონურ „ლეხს“ ეთამაშება, 21 ივლისს სტუმრად და 28 ივლისს შინ. თუკი ეს ბარიერი დასძლია, „დინამოს“ მეტოქედ ისლანდიურ „ვიკინგურსა“ და უელსურ „ნიუ სეინტსს“ შორის გამარჯვებული ეყოლება.

საბურთალოს ასევე 21 და 28 ივლისს რუმინულ „სტიაუასთან“ დაპირისპირება ელის და წარმატების შემთხვევაში ფარერულვიკინგურსა“ და სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში