მკვლელობისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირების მოწყობის საქმეზე მამაკაცი დააკავეს

19 ივლისი 2022, 10:09 518 ნახვა

მკვლელობა და ავარიის ინსცენირების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს ზესტაფონში.

სავარაუდო დამნაშავემ კაცი მოკლა, ავტომობილში მგზავრის სავარძელში ჩასვა, საჭესთან თავად დაჯდა, რის შემდეგაც მანქანა ხევში გადააგდო, სალონში კი ცეცხლი გააჩინა და მიიმალა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება ედება.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში