უკრაინაში დაღუპულ კახა გოგოლს დღეს ფოთში დაკრძალავენ

19 ივლისი 2022, 11:10 608 ნახვა

უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპულ მე-17 ქართველს ფოთში სამხედრო წესით დაკრძალავენ.

47 წლის კახა გოგოლი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა და ლუჰანსკის ოლქში იბრძოდა. ის 10 ივლისს რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში