თეირანში ერდოღანი-პუტინის შეხვედრისთვის ემზადებიან

19 ივლისი 2022, 11:10 814 ნახვა

თეირანში ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ეს იქნება ასტანის ფორმატის რიგით მე-7 სამმხრივი შეხვედრა. თურქეთის პრეზიდენტი ირანის დედაქალაქში უკვე ჩავიდა. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრაც.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და  ვლადიმერ პუტინი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე ისაუბრებენ, ასევე სირიის საკითხს განიხილავენ.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, სირიაში თურქეთი ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებს, რასაც მოსკოვი ეწინააღმდეგება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში