ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი შეათანხმა

19 ივლისი 2022, 10:12 512 ნახვა

ევროსაბჭოს სხდომაზე 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საუბარი ძირითადად უკვე გამოცხადებული სანქციების დაზუსტებას შეეხება. ახალი შეზღუდვები ენერგომატარებლების ტრანსპორტირებაზე, ასევე სანქციები გაზპრომბანკის წინააღმდეგ  არ არის გათვალისწინებული. სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა მოიცავდეს ოქროს ემბარგოს, ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრებას.

ევროკავშირის სასანქციო სიას კიდევ 48 ფიზიკური პირი  და ცხრა ორგანიზაცია დაემატება. ევროკავშირის შავ სიაში  რუსეთის ვიცე-პრემიერი, რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი და სბერბანკი მოხვდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში