ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა

19 ივლისი 2022, 10:54 843 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. რაც მოიცავს ვალდებულებას, გაორმაგდეს "სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობა ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად.

მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანი უკვე გაზრდის ბუნებრივი გაზის მიწოდებას ევროკავშირისთვის 8,1 მილიარდი კუბური მეტრიდან 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

მემორანდუმში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და აზერბაიჯანი ემხრობა დაჩქარებულ გადასვლას ენერგიაზე განახლებადი წყაროებიდან და ატმოსფეროში მავნე ემისიების წინააღმდეგ ბრძოლას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში