შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ,,ომიკრონის'' ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება - თამარ გაბუნია

19 ივლისი 2022, 15:55 2068 ნახვა

შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ,,ომიკრონის'' ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, სიმპტომები რომელიც ახასიათებს ,,ომიკრონის'' მიმდინარეობას არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა.

მისივე თქმით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე.

„ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნია აღნიშნავს, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში