პრემიერ მინისტრის ვიზიტი თურქემენთში

19 ივლისი 2022, 19:25 756 ნახვა

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილის  დახვედრის ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტთან სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში