ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამები
# კონტაქტი
ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.
ბოლო ორი წელი მძიმე იყო ჯანდაცვის სექტორისთვის. კორონავირუსის სხვადასხვა შტამმა დამატებითი ძალებისა და საწოლების მობილიზების აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მზარდმა სტატისტიკამ კი სწორი დასკვნების გაკეთება მოითხოვა. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში ახალი შტამის ''ომიკრონის'' 60-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.როგორი იქნება 2022 წელი ჯანდაცვის სექტორისთვის ამის პროგნოზირება ჯერ-ჯერობით რთულია, თუმცა საზოგადოებაში პანდემიის დასასრულის დასაწყისის მოლოდინი არსებობს.
მიუხედავად ეპიდსიტუაციისა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განაგრძობს მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას. მომავალ წელს რაზე გაკეთდება აქცენტები და რა სიახლეები იქნება -ამაზე დღევანდელი, 28 დეკემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი.