" კონტაქტი" გილოცავთ ახალ 2022 წელს

31 დეკემბერი 2021, 17:06 16606 ნახვა

" კონტაქტი" გილოცავთ ახალ 2022 წელს

დღეს 31 დეკემბერია, 2021 წლის ბოლო დღე და ბოლო პარასკევი.შესაბამისად წლის ბოლო „კონტაქტია“.

დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ: ნინო ნიჟარაძე-აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნანა ტრაპაიძე- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურული პრემიის „საბა“ლაურეატი, ლია კასპელაშვილი- მხატვარი,ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი,წლის კულტურის მუშაკის ჯილდოს მფლობელი, ჯემალ შავაძე-„სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის “ საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.

ალბათ, დაგვეთანხმებით , რომ მძიმე წელი გვქონდა. კოვიდ-პანდემიამ თავისი კვალი დააჩნია ყველა სფეროს, ადამიანების განწყობასა და კეთილდღეობას. თუმცა, გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი -2022 წელი გაცილებით უკეთესი იქნება. ამ სურვილით გილოცავთ დამდეგ შობა -ახალ წელს. ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ!