ჯგუფი ბუტაფორია _ ჯგუფი მთვარის დაბნელება

23 იანვარი 2022, 15:14 3612 ნახვა

ჯგუფი ბუტაფორია _ ჯგუფი მთვარის დაბნელება

ბუტაფორია
პაატა პეტრიაშვილის მიერ  შეკრიბილი პირველი ჯგუფი „გზა“ მაინცდამაინც წარმატებული ვერ გამოდგა - საკუთარი და ჯგუფის წევრების გამოუცდელობის გამო დიდად კმაყოფილი არ დარჩა.
თუმცა საკუთარი სიმღერების წერას არ შეშვებია და დაგროვილი რეპერტუარის ასაჟრერებლად 2000 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი „გენი“.
ამ ჯგუფით გაიცნო 23 წლის ახალი ავტორი მსმენელმა, დატრიალდა რა მისი სიმღერები რადიოეთერში.
ჯგუფმა 2004 წლამდე იარსება.
ამის შემდეგ პაატა მუსიკას აქტიურად 2010 წელს მიუბრუნდა და უკვე ახალ ჯგუფთან ერთდ, შეცვლილი მუსიკალური მიმართულებით და კონცეფციით „ბუტაფორია“ ააჟღერა ამ პაუზის დროს და შემდეგ შექმნილი სიმღერები.

 

 

მთვარის დაბნელება

2000 წლიდან დღემდე გიორგი სპანდერაშვილმა არაერთი ჯგუფის, მუსიკალური პროექტის შექმნა, დაშლა და არაერთ მუსიკალურ მიმართულებაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა მოახერხა - ელექტრონული პანკი, სინთ-პოპის ჟღერადობით, ელექტრონული როკი, კლასიკური (თუმცა როგორცთონ შეარქვა „ალკოლორ“) პანკი და ბოლოს პოსტ-პანკისა და გოთიკ როკის ნაზავი.
ეს ბოლო „სერიოზული“ ჯგუფი  „მთვარის დაბნელება“ გიორგიმ 2013 წელს ჩამოაყალიბა.