ოდესღაც ყოველ ზაფხულს, თავისი ჰიტი ჰქონდა
ზაფხულის ჰიტი, ზაფხულის სიმღერა... არის ფენომენი მუსიკალურ ინდუსტრიაში, რომელიც წელიწადის ამ კონკრეტულ დროს, რომელიმე სიმღერის განსაკუთრებულ პოპულარობაში მდგომარეობს. იგი დომინირებს რადიოეთერებში, ჟღერს ყველგან, ირგვლივ... სხვათაშორის, ოდესღაც ყოველ ზაფხულს, თავისი ჰიტი ჰქონდა... 2000-იანებიდან ეს ფენომენი გაუფერულდა. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი ხმისჩამწერ ინდუსტრიაში დაწყებული ზოგადი კრიზისია, რაც მუსიკალური სინგლის ფორმატის პოპულარობის დაქვეითებით და ხმისჩამწერი კომპანიების მიერ მასზე კონტროლის დაკარგვითაა განპირობებული. ადრე, მუსიკალური ინდუსტრიის გიგანტებს გარკვეული სიმღერის პოპულარიზაციაში, წარმატებით შეეძლოთ ფულის ინვესტირება, ჩანაწერის რეკლამირება ტელევიზიებისა თუ რადიოსადგურების მეშვეობით, მოგებას კი ამ სინგლების გაყიდვებიდან ღებულობდნენ. ახლა კი ადამიანებს შეუძლიათ უბრალოდ ჩამოტვირთონ სიმღერა ინტერნეტიდან, თუნდაც არალეგალურად, ამან კი ე.წ. "ზაფხულის ჰიტების" მარკეტინგის, რა თქმა უნდა არაეფექტური გახადა.