Circus Mircus – Furore/Fiasco და Eko & Vinda Folio - თავშეკავება
Circus Mircus – Furore/Fiasco
ჯგუფ Circus Mircus-ს წარგენა უკვე აღარ სჭირდება - 2020 წლის პანდემიისა და ლოქდაუნის პირობებში გამოცდილი და ცნობილი ქართველი ალტერნატიული მუსიკოსების ამ თავშესაქცევმა 3 წლის მანძილზე უკვე სერიოზული სახე მიიღო - ევროვიზიის კონკურსშიც ჩაერთო და დიდი საკონცერტო სივრცეების შევსებასაც ახერხებს.
ჯგუფში დღესდღეისობით ერთიანდებიან: ნიკა კოჩაროვი, სანდრო სულაქველიძე, არჩი სულაქველიძე და შოთა დარახველიძე.
მიუხედავად უკვე სამწლიანი ისტორიისა, ჯგუფმა მხოლოდ ახლა გამოსცა სადებიუტო ალბომი Furore/Fiasco.
Eko & Vinda Folio - თავშეკავება
დუეტს Eko & Vinda Folio, რომელსაც ერეკლე დეისაძე და თემო ეზუგბაია ქმნიან, ახალი ნამუშევრების გამოქვეყნებაში აჩქარება არ სჩვევია - ასე იყო სადებიუტო ალბომ „თერაპიის“ შემთხვევაში, რომელიც დაარსებიდან 7 წლის თავზე გამოიცა და ახლაც, ნახსენები ნამუშევრის გამოცემიდან 4 წლის დაშორებით გამოსცა მეორე. ალბომში „თავშეკავება“ 10 სიმღერაა, საკმაოდ არაერთგვარი სტილისტურად, განწყობით და შინაარსით. დუეტის პოსტპანკს მიჩვეულ მსმენელს აქ არაერთი სტილისტური ექპერიმენტი ხვდება.