ELEON l On The Road - ჩემი ალტერნატივა - 20.2023

20 თებერვალი 2024, 12:34 2693 ნახვა

ELEON l On The Road - ჩემი ალტერნატივა - 20.2023

ELEON (ელენე ფიფია)


ახალგაზრდა მუსიკოსმა ელენე ფიფიამ, მუსიკალური სახელით ELEON სადებიუტო ალბომი Tales Of The Forest 2020 წელს გამოაქვეყნა. ამას სდევდა რიგი კონცერტებისა, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში, კერძოდ ბელგიაში. გასული შემოდგომის მიწურულს კი მუსიკოსმა ახალი, მეორე სოლო ალბომი გამოსცა - Ada Cosma. 14 სიმღერის ფარგლებში განვითარედული ამბის მოსათხრობად ელენემ ამ შემთხვევაში მეტწილად მშობლიური ქართული ენა  გამოიყენა. ეს მისი პირველი მცდელობა მეტად წარმატებული გამოდგა. ვიზუალური ხილვების მაპროვოცირებელი ტექსტი, ასეთივე თანმხლები მელოდიით პირველ ალბომშიც იყო და აქაც არის.
ასევე, აღსაღნიშნია რომ Ada Cosma-ზე ელენემ სახლის სტუდიაში სრულიად დამოუკიდებლად იმუშავა, როგორც ავტორმა, ინსტრუმენტალისტ-შემსრულებელმა, პროდიუსერმა და ხმის ინჟინერმა.

 

 

 

On The Road
 

მიუხედავად იმჟამინდელი გარემოებებისა, კარანტინისა და ჩაკეტილობისა ჯგუფმა On The Road სწორედ მაშინ, 2020 წლის ივნისში გამოსცა პირველი მცირე ალბომი, ექვსსიმღერიანი Hundred Homes. გამომცემელი გახლდათ ლეიბლი One Small Step Production.  გასულ შემოდგომაზე იმავე გამომცემელთან და სტუდია Duo Records-თან თანამშრომლობით უკვე სრული ალბომი გამოიცა Heal Yourself.

2017 წლიდან ჯგუფს On the Road შეადგენენ
: ლადო გიგაია (ვოკალი, გიტარა), ავთო ირემაშვილი (სოლო გიტარა, ვოკალი), გიგი კობერიძე (დრამი), თორნიკე ჯაფიაშვილი (კლავიში) და ბექა ჩხარტიშვილი (ბას გიტარა)
ისინი კონსერვატორიის სტუდენტები იყვნენ როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, დამეგობრდნენ და ერთად დაკვრა გადაწყვიტეს.

გასული წლის ივლისში ჯგუფმა უცხოურ სცენასაც გაუსინჯა გემო, მოხვდა რა გერმანულ ფესივალზე Rockweise.
რაც შეეხება ალბომს Heal Yourself, იგი ერთგვარი შეჯამებაა, აქამდე შექმნილი და ნამღერი სიმღერებისგან  განთავისუფლება (მათდამი დიდი სიყვარულის და მადლიერების გრძნობით) გზის გასაგრძელებლად. ახლა ჯგუფი ახალ ჟღერადობაზე მუშაობს და სავარაუდოდ უკვე ამ წლის შემოდგომაზე უნდა გამოჩნდეს შედეგი ახალი ალბომის სახით.