ანუკა ყიფშიძე I „პერიფერია“ (რევაზ ბაჯელიძე)

14 აპრილი 2024, 11:38 1427 ნახვა

ანუკა ყიფშიძე I „პერიფერია“ (რევაზ ბაჯელიძე)

ანუკა ყიფშიძე ახალგაზრდა ხმის დიზაინერი, ბას გიტარისტი, მუსიკის და არანჟირების ავტორია. მუსიკალურ ოჯახში აღზრდილმა პროფესია ხმის ინდუსტრიაში მოძებნა და ამგვარად ცდილობდა მუსიკასთან კავშირის შენარჩენებას - ხმის ბიბლიოთეკაზე თუ სარეკლამო რგოლების გაფორმებაზე მუშაობის პარალელურად მუსიკალური არანჟირების უნარებსაც ხვეწდა.

მოძრაობის თეატრში ხმის ინჟინერად მუშაობისას მუსიკოს და ინსრუმენტალისტ სანდრო ნიკოლაძის წახალისებით, ანუკა ბას გიტარაზე დაკვრას შეუდგა.
გარკვეული დროის შემდეგ მას როგორც ინსტრუმენტალისტს და არანჟირების ავტორს ადგილობრივ მუსიკალურ პროექტებში იწვევდნენ. ასე გახდა იგი ჯგუფ „კოლექტივის“ წევრი. კომპიუტერული თამაშების მუსიკის წერისადმი დიდი წყურვილის კვალდაკვალ ანუკას სოლო მუსიკალური ექსპერიმენტი სადებიუტო ალბომით MaTsaDe დაგვირგვინდა (2024 აპრილი).

 

 

პერიფერია 23 წლის მოყვარული მუსიკოსის რევაზ ბაჯელიძის ერთჯერადი სოლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც მან მხოლოდ ერთი მცირე ალბომი „ექსკურსია“ ჩაწერა და გამოაქვეყნა. პოსტ-პანკ ჟანრში გადაწყვეტილი სიმღერების შთამაგონებელი რევაზისთვის თბილისის ორი უბნის, ვაზისუბანისა და სამგორის დამაკავშირებელი გაუქმებული საბაგირო გზა და მასზე დაკიდებული ვაგონი გახდა.
გარდა ამ პროექტისა რევაზ ბაჯელიძე თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის კაპელაში მღერის და უკრავს ქართულ პოლიფონიურ ფოლკმეტალ ჯგუფში „უწინარესი“. ამჟამად ამზადებს განსხვავებული მიმართულების ახალ სოლო პროექტს.