დღევანდელ გადაცემაშია: ვენაში, გალერეა Overground-ში ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა. „ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა“ – ქართველი კომპოზიტორის 75 წლის იუბილე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში აღინიშნა „მუსიკალურ კალენდარში“ ამერიკელი როკ-მომღერლისა და სიმღერების ავტორის, სიუზი კვატროს დაბადების დღესთან დაკავშირებით გაგაცნობთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მოგითხრობთ აგრეთვე , შვედური კვარტეტის ABBA-ს ჰიტის «The Winner Takes It All»(„გამარჯვებული იღებს ყველაფერს“) შექმნის ისტორიას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს -გუგენჰაიმის მუზეუმმა მხატვრობის 200 შედევრი ციფრულ ფორმატში გადაიტანა, ემინემმა ახალი ზელანდიის მმართველ პარტიას სასამართლოში უჩივლა და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.