ევროპის იმუნიზაციის კვირეული

27 აპრილი 2021, 17:08 14564 ნახვა

ევროპის იმუნიზაციის კვირეული

# კონტაქტი

26 აპრილიდან -2 მაისის ჩათვლით ევროპის იმუნიზაციის კვირეული იმართება. საქართველო აღნიშნულ ღონისძიებაში 2007 წლიდან მონაწილეობს . წლევანდელი იმუნიზაციის კვირეულის სლოგანია „ ვაქცინაცია გვაახლოებს“ . ძირითადი აქცენტი კეთდება კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე , როგორც პანდემიის დასრულების მნიშვნელოვან საშუალებაზე.

დღევანდელი, 27 აპრილის გადაცემაში იმუნიზაციაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი ნანა ჯინჭარაძე.