სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერი 2022, 09:57 2027 ნახვა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა.

განათლების სამინისტროს მონაცემებით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის.

ახალ სასწავლო წელს სკოლები სიახლეებით ხვდებიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში 'საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება, ასევე, მოსწავლეებს ჭადრაკი პირველ კლასში სავალდებულო საგნად დაემატებათ.

საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება.

ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში