განათლების, მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან და მის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრა. მინისტრებმა მოინახულეს განახლებული სასწავლო გარემო და ადგილზე გაეცნენ იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
