ბსუ-ში ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტმა სამი მონოგრაფია წარადგინა - ,,ქართული ენის შავშური დიალექტი“, ,,ქართული ენის კლარჯული დიალექტი“ და ,,ქართული ენის ტაოური დიალექტი“. მონოგრაფია პროფესორებმა მამია ფაღავამ და მაია ბარამიძემ საერთო რედაქციით გამოსცეს. სამნაწილიანი ნამუშევარი ავტორთა ხანგრძლივი კვლევის შედეგია.
მასში მოყვანილია აგრეთვე სამეცნიერო ექსპედიციები - საველე შემკრებლობითი სამუშაოები ჭოროხის ხეობის ისტორიულ ქართულ პროვინციებში - შავშეთში, კლარჯეთში, ტაოში, სპერში; ლაზეთში და თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებებში. მონოგრაფიები ერთმანეთის მიყოლებით გამოიცა 2022, 2023 და 2024 წლებში.
აჭარული, შავშური, კლარჯული და ტაოური დიალექტები სამხრული მეტყველების დიფერენციაციის შედეგია.
ავტორების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიალექტები განიცდიან თურქეთის სახელმწიფო ენის ძლიერ ზეწოლას, შესაძლებელი გახდა სამივე დიალექტის ლინგვისტური პორტრეტის აღდგენა.
