სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის თემატური მოკვლევა

30 სექტემბერი 2022, 14:29 823 ნახვა

თემატური მოკვლევა სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შესაფასებლად.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინფორმაციით,  პროცესის ფარგლებში შეისწავლეს სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებები, მათი დაფინანსების საკითხი, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი, ციფრული რესურსების ხელმისაწვდომობა, სასკოლო ლაბორატორიების და ბიბლიოთეკების გამოყენება.

მოკვლევა აჭარის, სვანეთის, სამცხე ჯავახეთის, ქვემო ქართლის რეგიონებსა  და თბილისში ჩატარდა.

შეხვედრები გაიმართა სახელმძღვანელოების ავტორებთან და გამომცემლებთან, დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან. 

პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.  

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში