მანდატურის სამსახური

21 იანვარი 2017, 00:00 2293 ნახვა

,,მანდატურების პროფესიის მიმართ ნდობა არ უნდა დაიკარგოს” _ აცხადებს განათლების მინისტრი და განმარტავს, რომ მანდატურების დანიშვნის წესი იგივე რჩება. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მანდატურის სამსახურმა სკოლებში ძალადობა შეამცირა, ამიტომ კონკრეტული შემთხვევის გამო მისი  იმიჯი არ უნდა დაზარალდეს. ეს კომენტარი განათლების მინისტრმა იმერეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, მანდატურის სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება. მედიით გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. მომხდარზე საქმე უკვე აღიძრა.  

ამავე კატეგორიაში