ტრენინგი მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით

11 ნოემბერი 2022, 11:09 634 ნახვა

მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით  250 მოსწავლე გადამზადდა. სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და Happy Onlife-ს ფარგლებში ჩატარდა.

IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ  მიიღეს  ინფორმაცია და ისწავლეს, თუ რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალური მედიის დაფინანსებაში. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეები კი „Happy Onlife“-ის დახმარებით ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის წესებს გაეცნენ და  ისწავლეს როგორ დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან და კიბერბულინგისგან

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში