სერთიფიკატების   გადაცემა 

24 იანვარი 2017, 00:00 2790 ნახვა

აჭარის განათლების მინისტრი ქედაში საჯარო სკოლის დირექტორებს, ბიბლიოთეკებსა და საქმის მწარმოებლებს შეხვდა. ინგა შამილიშვილმა სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგ კურსების წარმატებით გავლისთვის, 26 თანამშრომელს სერთიფიკატები გადასცა. ტრენინგის თემატიკა სკოლის პერსონალის წევრთა საჭიროების ანალიზს ეყრდნობოდა და მისი მიზანი ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართვის თანამედროვე, ეფექტური სტრატეგიების დანერგვა იყო. დაჯილდოების შემდეგ შეხვედრა სკოლის დირექტორებთან გაგრძელდა.

ამავე კატეგორიაში