შემეცნებით-საგანმანათლებლო სემინარები საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის 

01 დეკემბერი 2022, 11:18 798 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო სემინარები გაიმართა. სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. მსმენელები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში