სასწავლო კონფერენცია საზღვაო აკადემიაში

07 დეკემბერი 2022, 11:15 1558 ნახვა

სასწავლო კონფერენცია მიმდინარეობს საზღვაო აკადემიაში, სადაც გემთმფლობელი  კომპანია queenswey navigation-ის წარმომადგენლები მეზღვაურებსა და სტუდენტებს ხვდებიან.

კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია ქართველი მეზღვაურების და როგორც სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, უსაფრთხოების ნორმები მაღალ დონეზეა დაცული. შეხვედრას საბერძნეთის ელჩი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიც ესწრებიან.

კონფერენციაზე საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს სიახლეებსა და გამოცდილებას უზიარებენ.  კონფერენციის მიზანი ცოდნის ამაღლება და ახალი კადრების დასაქმებაა. მომავალი მეზღვაურები საჭირო ინფორმაციას დამსაქმებლებისგან იღებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში