საშინაო დავალებების სირთულეები

26 იანვარი 2023, 19:33 838 ნახვა

აზრთა სხვადასხვაობა საშინაო დავალებების საკითხზე. სასკოლო საზოგადოების ნაწილი პროგრამაში ჭარბი დავალებების პრობლემაზე საუბრობს. სხვები მიჩნევენ, რომ ცოდნის გამყარებისთვის სახლში მეცადინეობა საუკეთესო გზაა. განათლების სპეციალისტთა აზრით, ,საშინაო დავალების ეფექტურობა მის მოცულობაზე, სირთულესა და შინაარსზეა დამოკიდებული. “საშინაო დავალებების გავლენა მოსწავლეების ცხოვრებაზე“ _ ამ თემაზე მშობლების აზრის კვლევა, არასამთავრობო ორგანიზაციამ “მშობლები განათლებისთვის“ 2020 წელს ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად დავალებების შესასრულებლად 2-3 საათია საჭირო, უფროსკლასელში კი კიდევ უფრო მეტი. მათი რეკომენდაციაა დავალებები მოსწავლეების უნარებსა და შესაძლებლობებზე მორგებული, დიფერენცირებული და ინდივიდუალური იყოს. თემის დეტალები ნათია ლომაძის რეპორტაჟში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში