კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

03 თებერვალი 2023, 11:14 754 ნახვა

კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. დოქტორანტებს საგრანტო დაფინანსების მიღება აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ. გრანტი საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობისთვის გაიცემა.

გამარჯვებულ აპლიკანტებს ასევე აუნაზღაურდებათ რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების ხარჯებიც.  გრანტის ბიუჯეტი ერთეჯერადად 3 ათასი ლარია.

მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონული განაცხადი 15 მარტამდე უნდა შეავსონ.

როგორც პროგრამის ავტორები აცხადებენ, სწორედ ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გამარჯვებულებს სპეციალური კომისია გამოავლენს.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში