,,საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობა’’ - შედეგების შეჯამება

11 თებერვალი 2023, 17:33 1284 ნახვა

“სამგზავრო გემის მიმტანის“ პროფესიული მომზადების პროგრამის პირველი ნაკადის  კურსდამთავრებულებს დღეს სერტიფიკატები გადაეცათ. 3 თვიანი სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტებმა გემზე მიმტანის პროფესიული მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს.

სწავლება მოიცავდა ინგლისური ენის მოდულსაც. პროექტი აჭარის დასაქმების სააგენტომ მიზნობრივი ქვეპროგრამის - “საზღვაო სფეროს დასაქმების ხელშეწყობის“ ფარგლებში მომზადდა.

დღევანდელ შეხვედრაზე პროექტის შედეგები შეაჯამეს. მათი განცხადებით, უკვე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი დამსაქმებელ კომპანიასთან. როგორც შეხვედრაზე ითქვა,  პროექტის მიზანი საკრუიზო ლაინერზე დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნაა.

მოკლევადიანი სასწავლო მოდული ევროკავშირი საქართველოსთვის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში განხორციელდა.

პროფესიულ პროგრამაზე ახალი ჯგუფის მიღება მარტიდან დაიწყება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში