ახალგაზრდული პოლიტიკის ინსტიტუციური გაძლეირება - შეხვედრა

28 თებერვალი 2023, 14:25 802 ნახვა

ახალგაზრდული პოლიტიკის  ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, შესაბამის  უწყებებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს დღეს აჭარის განათლების სამინისტროში. შეხვედრას მერები და საკრებულოს თავმჯდომარეებიც ესწრებოდნენ. 

ორგანიზატორების თქმით, სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ, ახალგაზრდული პოლიტიკის  განხორციელების ხელშეწყობაა - მუნიციპალიტეტებში. ისაუბრეს სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის  2023-2026 წლების დოკუმენტზე,  რომლის მთავარი მიზანი საქართველოს სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილის  თქმით, პოლიტიკის მართვის სისტემის   გაუმჯობესებაა.  

ისაუბრეს  მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა  და მისი გადაჭრის გზებზე.  ინფორმაცია და ვიდეო-მასალა აჭარის განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში