მასწავლებლების შეხვედრა განათლების მინისტრთან

21 აპრილი 2023, 14:50 934 ნახვა

150-მდე მასწავლებელი თბილისიდან და სხვადასხვა  რეგიონიდან საქართველოს განათლების მინისტრს შეხვდა.

აუდიენცია განათლების სამინისტროში  დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთავარი საკითხი "მასწავლებლების სქემა" იყო, რომლის მიხედვითაც ხდება სტატუსის მინიჭება.  

პედაგოგები ითხოვენ სტატუსის განსაზღვრისას, პორტფოლიოსა  და გამოცდას შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეთ. 

შეხვედრიდან გამოსული  მასწავლებლების განცხადებით, მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ამ კუთხით სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და  გიორგი ამილახვარისგან  მიიღეს პირობა, რომ გადახედავს მასწავლებლების პორტფოლიოს განვითარების ეტაპებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში