რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

10 მაისი 2023, 18:02 1083 ნახვა

ერთ დღეს მიღებული ორი გადაწყვეტილება -პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა ,4 წლის თავზე  კი  თავისივე  ბრძანებაც შეცვალა და საქართველოსთან პირდაპირ  ფრენებზე აკრძალვა მოხსნაც. უშიშროების საბჭოს შეკრება და რუსეთის მოქალაქეებისთვის სამთვიანი ვიზების დაწესება-ასეთია საქართველოს პრეზიდენტის რეაქცია რუსეთის პრეზიდენტის  გადაწყვეტილებებზე. ქვეყნის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არ სჭირდება საქართველოს რუსეთისგან საჩუქრები.,,ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული რუსეთის მიერ“- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.კრემლის გადაწყვეტილება პრეზიდენტის პროგნოზით შესაძლოა დაბრკოლება იყოს ევროინტეგრაციის გზაზეც. .

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში