სამძიმარი საქართველოს

05 აგვისტო 2023, 19:51 1268 ნახვა

რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, ელჩები, მინისტრები და ოფიციალური პირები. ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს - განცხადებას ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ავრცელებს. წერილი გაავრცელა საბერძნეთის, ბულგარეთის, იაპონიისა   და ავსტრიის საელჩოებმაც. აღნიშნავენ, რომ საევაკუაციო სამუშაოებს თვალს ადევნებენ და იმედოვნებენ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს უვნებლებს მიაგნებენ. ღრმა მწუხარება გამოთქვა გერმანიის ელჩმა საქართველოში. "გერმანიის სახელით რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის დროს დაზარალებულებს ჩვენს თანაგრძნობას ვუცხადებ. ვფიქრობთ და ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებისა და სამაშველო სამუშაოებში მონაწილე ადამიანებისათვის" - ვკითხულობთ პიტერ ფიშერის გავრცელებულ განცხადებაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში