„ფრეიზერის ინსტიტუტის“ ანგარიშში „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ოთხ და ნატო-ს რვა წევრ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 დეკემბერი 2023, 21:32 678 ნახვა

„ფრეიზერის ინსტიტუტის“ ანგარიშში „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ოთხ და ნატო-ს რვა წევრ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ინარჩუნებს ტრადიციულ პოზიციას.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან რამდენიმე დღეში, ახალი ინდექსი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ლიდერობას და ინარჩუნებს ტრადიციულ პოზიციას პირველ ადგილზე ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ანგარიშში „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 4 და ნატო-ს 8 წევრს, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში