2019-2020 წლებში პარტნიორები მოუწოდებნენ რუსეთს, საქართველოსთან მიმართებაში ვიზისა და ფრენის ნაწილში სანქციები მოეხსნა, ამ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2023, 18:19 1149 ნახვა

2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე ფრენების ნაწილში, მოეხსნა, ამ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებისა და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  აღნიშნა, „ეს არის სანქციები, რომელიც საქართველოს მიმართ რუსეთს ჰქონდა დაწესებული, ამ სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა“.

2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე ფრენების ნაწილში მოეხსნა. ამ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად. ასევე საქართველი არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს.

საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ეს არის ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი მიდგომა – ერთი მხრივ, ჩვენ პირნათელი ვართ იმ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს სანქციების შეზღუდვებით რუსეთის იძულებას, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში. მეორე მხრივ, ჩვენ დამატებით ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ესკალაცია ურთიერთობების, რადგან რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ არის გაზრდილი რისკის ქვეშ შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რუსეთთან. ამიტომ ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში