რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა-შეფასებები

10 მაისი 2023, 19:38 1243 ნახვა

,,არც ვიზების მოხსნა გვჭირდება და არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი მსოფლიოსთვის აგრესორი და ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტია, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია!“-  ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პასუხი რუსეთის პრეზიდენტს, რომელმაც დღეს ერთდროულად ორი გადაწყვეტილება მიიღო.საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი  გააუქმა და საქართველოსთან პირდაპირ  ფრენებზე აკრძალვა მოხსნაც. უშიშროების საბჭოს შეკრებას და რუსეთის მოქალაქეებისთვის  სამთვიანი ვიზების დაწესებას ითხოვს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას მკაფიოდ გამოაჩინონ თავისი პოზიცია.მორიგი რუსული პროვოკაცია, საფრთხეები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. რა ინტერესი აქვს ვლადიმერ პუტინს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა წლის ბოლოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება? ვნახოთ პოლიტიკური რეაქციები  და პროგნოზები.   

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში